Launchpad დახმარება > თარგმნა > თარგმნის პროცესის ზოგადი გზამკვლევი
ზოგადად
ეს გზამკვლევი შეიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ უდნა ითარგმნოს პროგრამები ქართულ ენაზე. მასში შედის მითითებები: რა სტრიქონები უნდა ითარგმნოს და რა - არა, რა არის მრავლობითი ფომრები და სხვა წვრილმანები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული თარგმნისას (Launchpad Translations (Rosetta)-ს თუ სხვა რაიმე ხელსაწყოს მეშვეობით).
გზამკვლევი არ შეიცავს ცნობებს Launchpad Translations (Rosetta) თარგმნის ხელსაწყოს გამოყენების შესახებ. ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად, იხილეთ ვიწყებთ თარგმნას (ინგ.).
თარგმანის ხარისხის შემოწმების კრიტერიუმები
ქვემოთ მოცემული რამდენიმე წესი, რომელთა დაცვა თარგმანის ხარისხს განაპირობებს:
- მიაქციეთ ყურადღება გზამკვლევებს და ყოველთვის კავშირში იყავით სხვა თარჯიმნებთან;
- როგორც კი თარგმნით რაიმე სტრიქონს, ხმამაღლა წაიკითხეთ ის, შეამოწმეთ გამართულად თუ ჟღერს;
- თუ თუნდაც გრამატიკულად გამართული სტრიქონი არ ატარებს აზრს, ესეიგი საჭიროა მისი ჩასწორება, შეცვლა;
- თუ შესაძლებელია, ყოველთვის სთხოვეთ თანამშრომლებს გადახედონ თქვენს თარგმანს;
თარგმანში ტერმინოლოგიის დაცვა მისი მაღალი ხარისხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. შეგიძლიათ იხილოთ სხვა თარგმნებში გამოყენებული ტერმინოლოგია საიტებზე: Open Tran, ISI Glossary.
- ყოველთვის გამოიყენეთ ტერმინთა სიტყვარები;
- ახალი წევრების მიღების წინ, გადაამოწმეთ რომ მათ შეძლეს მოცემული სტრიქონების ხარისხიანად თარგმნა და შესწავლილი აქვთ თარგმანის მეგზური.
მრავლობითი ფორმები
მუშაობა მრავლობით ფორმებთან ხშირად არის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი. ამიტომაც გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.
ქართულ ენაში გვაქვს:
1 წიგნი 2 წიგნი → და არა “2 წიგნები”, რადგან “ბევრი წიგნი” → და არა “ბევრი წიგნები”
მაგალითები:
ორიგინალი: msgstr[0] %d thing msgstr[1] %d things თარგმანი: msgstr[0] %d ნივთი msgstr[1] %d ნივთი
მენიუების ამაჩქარებლები / შემოკლებები
დაპროგრამების სხვადასხვა ენაში იყენებენ სხვადასხვა აღნიშვნებს იმისა, თუ კლავიატურის რა ღილაკები გამოიყენება ბრძანების შემოკლებისთვის. ყველაზე ხშირად სიტყვის დასაწყისში ან შუაში იპოვით ქვედა დეფისს '_' ან ამპერსანდს '&'. მაგალითად Save _As და Print Previe&w. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველა ფუნქციას აქვს უნიკალური შემოკლება. ამიტომ თარგმნის როგორც დასაწყისში, ასევე ბოლოში უნდა ამოწეროთ ყველა ბრძანება თავისი შემოკლებებით და გაანაწილოთ ისინი ისე, რომ არც ერთი არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. საჭიროა დასვათ ქვედა დეფისები, ამპერსანდები ან ნებისმიერი სხვა მსგავსი მნიშვნელობის სიმბოლო უშუალოდ იმ სიმბოლოს წინ, რომლის ამაჩქარებლად გამოყენებას აპირებთ. თუ პროგრამას აღმოუჩნდა ერთნაირი ამაჩქარებლის მქონე ღილაკები და ა.შ., მომხმარებელს უწევს ღილაკის რამდენიმეჯერ დაჭერა რათა გადავიდეს სასურველ ბრძანებაზე. რაც ძალზედ მოუხერხებელია.
მენიუს ამაჩქარებლების მაგალითები:
_File New &Tab ~Downloads
DocBook (XML) ფაილების თარგმნა
Launchpad Translations-ში თავისუფლად შეიძლება xml ფაილების თარგმნა. ამისთვის სასურველი ფაილი გადაიყვანება .pot ფაილში პროგრამით xml2po და ხდება Rosetta-ში ფაილის შეტანა. ასეთი ფაილების თარგმნისას სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი:
რეგისტრისადმი მგრძნობიარე XML ჭდეები
თუ გამოიყენებთ xml2po-ს და შემდგომ po2xml-ს, ჭდეები იქნება რეგისტრისადმი მგრძნობიარე. მაგალითები:
ორიგინალი: See the <ulink url="http://ubuntustudio.org/"> არასწორი: იხილეთ <Ulink Url="http://ubuntustudio.org/"> მართებული: იხილეთ <ulink url="http://ubuntustudio.org/">
ჭდე menuchoice
ჭდე menuchoice შესაძლოა შეიცავდეს მხოლოდ შემდეგ ჭდეებს: "guibutton | guiicon | guilabel | guimenu | guimenuitem | guisubmenu | interface". არ დაწეროთ სხვა რაიმე ჭდე ან ტექსტი მათ გარეთ. მაგალითები:
ორიგინალი: <menuchoice><guimenu>Applications</guimenu><guisubmenu>Multimedia</guisubmenu><guimenuitem>Movie Player</guimenuitem></menuchoice> არასწორი: <menuchoice><guimenu>პროგრამები</guimenu><guisubmenu>მულტიმედია</guisubmenu>ფილმების დამკვრელი</guimenuitem> მართებული: <menuchoice><guimenu>პროგრამები</guimenu><guisubmenu>მულტიმედია</guisubmenu><guimenuitem>ფილმების დამკვრელი</guimenuitem></menuchoice>
რა არ უნდა ითარგმნოს
აქ შევეცდები აღვწერო სტრიქონების ის ნაწილი, რომლების თარგმნა არ არის საჭირო და ის, თუ როგორ გამოვავლინოთ ისინი. ხშირად თვითონ პროგრამის შემმუშავებლები ტოვებენ კომენტარს და გვაფრთხილებენ ასეთი სტრიქონების შესახებ. ამიტომ, თარგმნისას აუცილებლად შეამოწმეთ თითოეული სტრიქონი ასეთ კომენტარზე.
ჩანაცვლების ველები და ცვლადების სახელები
ბევრ დაპროგამების ენაში შემმუშავებელს შეუძლია ჩასვას მონაცემები სტრიქონში ე.წ. “ჩანაცვლების ველის” და ცვლადების მეშვეობით. ხშირად %s ან %d. არის უფრო რთული სახეებიც, როგორიცაა %(variablename)s, $name ან ${name}. ასეთი ველები და ცვლადები უნდა ჩაისვას ზუსტად ისეთი სახით და თანმიმდევრობით როგორიც მოცემულია დედანში. ამასთან, არ უნდა დაიკარგოს სტრიქონის აზრი.
თუ ეჭვობთ – იკითხეთ სხვა თარჯიმანთან.
მაგალითები:
ორიგინალი: File $name not found. არასწორი: ფაილი $სახელი არ მოიძებნა. მართებული: ფაილი $name არ მოიძებნა.
ორიგინალი: Are You sure You want to delete %(name)s? არასწორი: ნამდვილად გსურთ წაშალოთ %(სახელი)ები? არასწორი: ნამდვილად გსურთ წაშალოთ %(სახელი)s? მართებული: ნამდვილად გსურთ წაშალოთ %(name)s?
ფორმატირების ჭდეები / XML
შესაძლოა შეგხვდეთ HTML/XML ჭდეები ისეთი, როგორიცაა <strong>, რომლებიც გამოიყენება სტრიქონის ტექსტის გაფორმებისთვის. ის უნდა ჩაწეროთ სრული სიზუსტით და გამოიყენოთ ისინი ნათარგმნი ტექსტის იმ ნაწილისთვის, რომელიც იყო დედანში. არ დაგავიწყდეთ ჭდეების დახურვა. შესაძლოა შეგხვდეთ სხვა სახის ჭდეებიც. მოექეცით ანალოგიურად.
მაგალითები:
ორიგინალი: <strong>File name</strong> არასწორი: <ძლიერი>ფაილის სახელი</ძლიერი> მართებული: <strong>ფაილის სახელი</strong>
არ უნდა თარგმნოთ როგორც ჭდეები, ასევე მათი ატრიბუტები და მნიშვნელობები. თუ ატრიბუტების თარგმნა მაინც მოგიწიათ, აუცილებლად გადაამოწმეთ ყველაფერი შემმუშავებლებთან. მაგალითად:
ორიგინალი: <link linkend="desktop-themes"> არასწორი: <link linkend="მაგიდის-გაფორმება"> მართებული: <link linkend="desktop-themes">
პროგრამის პარამეტრები
არ თარგმნოთ ბრძანებათა ველში გამოყენებული პარამეტრები.
მაგალითები:
ორიგინალი: "The command line options are:\n" "--quick speeds up the processing\n" "--slow slows everything down." არასწორი: "ბრძანებათა ველის პარამეტრები:\n" "--სწრაფი აჩქარებს დამუშავებას\n" "--ნელი ანელებს დამუშავებას." მართებული: "ბრძანებათა ველის პარამეტრები:\n" "--quick აჩქარებს დამუშავებას\n" "--slow ანელებს დამუშავებას."
TRUE/FALSE და GTK მუდმივები
სიტყვები “TRUE”, “FALSE” ან gtk მუდმივები(კონსტანტები), როგორიცაა “gtk-ok”, “gtk-cancel” ან 'toolbar-icon” არ უნდა ითარგმნოს.
შემთხვევების უმეტესობაში ასეთი სახეობის ფრაზები არის პროგრამის შეცდომა... თუ ის არ არის განგებ ჩადებული თარგმანში, რათქმაუდნა. იხილეთ შემმუშავებლის კომენტარები, გადაამოწმეთ სხვა თარგმნებში, იკითხეთ სხვა თარჯიმანთან.
თუ კი აღმოჩნდა, რომ ეს შეცდომაა – შეატყობინეთ პროგრამის შემმუშავებელს შეცდომის შესახებ და სთხოვეთ შეცდომის გასწორება.
GCONF კონფიგურაციის გასაღებები
მაგალითები:
ორიგინალი: The port which the server will listen to if the 'use_alternative_port' key is set to true. Valid values are in the range from 5000 to 50000. არასწორი: პორტი, რომლისთვის სერვერი მოუსმენს იმ შემთხვევაში, თუ გასაღებს 'ალტერნატიული_პორტის_გამოყენება' ჭეშმარიტი მნიშვნელობა აქვს. მისაღები მნიშვნელობებია 5000-დან 50000-დე. მართებული: პორტი, რომლისთვის სერვერი მოუსმენს იმ შემთხვევაში, თუ გასაღებს 'use_alternative_port' ჭეშრარიტი მნიშვნელობა აქვს. მისაღები მნიშვნელობებია 5000-დან 50000-დე.
კონტექსტური ტექსტი
GNOME გარემოს ძველ თარგმნებში შესაძლოა შეგხვდეთ თარგმანის კონტექსტი, რომელიც ჩართულია სტრიქონში.
მაგალითები:
ორიგინალი: Orientation|Top არასწორი: ორიენტაცია|ზემოთ არასწორი: Orientation|ზემოთ მართებული: ზემოთ
თუ შენიშნავთ მსგავსს ტექსტს, შეატყობინეთ პროგრამის შემმუშავებელს ამის შესახებ, რადგან, თანამედროვე სტანდარტით, ეს წარმოადგენს შეცდომას.
მომდევნო ნაბიჯები
დაწვრილებითი ინფორმაცია ჯგუფებსა და მათში გაწევრიანების შესახებ იხილეთ გვერდი თარჯიმანთა ჯგუფები (ინგ.)